19 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის ძველ უბნებს ტურისტულ ცენტრად აქცევს. ზაალ უდუმაშვილმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, სოლოლაკსა და მთაწმინდაზე ის რამდენიმე ქუჩა დაათვალიერა, სადაც ავარიული სახლებია.

ზაალ უდუმაშვილმა ადგილობრივებს მისი ხედვები და ინიციატივები გააცნო.

„ჩვენი მიზანი არის, რომ თბილისის ისტორიული ფასეულობის კონვერტაცია გავაკეთოთ თანამედროვე ეკონომიკაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი უნდა გაჩნდეს დედაქალაქში და სწორედ ეს არის სოლოლაკი და მთაწმინდა,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

დღის ამბები