16 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
"ავტომობილის გარეშე" - კახა კალაძემ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა

თბილისში საერთაშორისო დღე "ავტომობილის გარეშე" აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ველორბოლა გაიმართა. ამ დღის მიზანია, მოქალაქეებმა ავტომობილით ნაკლები იმოძრაონ, გაუფრთხილდნენ გარემოს, იარონ ფეხითა და ველოსიპედით.

ველორბოლა პეკინის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით გაგრძელდა და მასში პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.

„ჩვენს ქალაქში არის ძალიან დიდი პოტენციალი და არის ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისა, რომ ველოსიპედის გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ოღონდ, მთავარია ინფრასტრუქტურა და ქალაქი მოეწყოს და ადაპტირება მოხდეს ქალაქის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები