25 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
"სასამართლო კლანური პრინციპით მოქმედებს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი ფადი ასლის საქმეზე

საქალაქო სასამართლოს მიერ ფადი ასლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარტია "ევროპული საქართველო" გამოეხმაურა. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კონსტიტუციით დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპი დაარღვია.

„კონკრეტული საქმე კი არ გადაწყვიტა, დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლების პრინციპი. სასამართლო კლანური პრინციპით მოქმედებს, როდესაც გუშინდელი გადაწყვეტილებით, მათ მხარი აუბეს მოსამართლე კაკაბაძეს, ადამიანს, რომელმაც თავის დროზე უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩივლა, საქალაქო სასამართლომ კი სარჩელი, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა და ფადი ასლის მოსამართლესთან დაკავშირებით გაკეთებული საჯარო განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით დაევალა.

 

 

 

დღის ამბები