19 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
აქცია ლტოლვილთა სამინისტროსთან - ელენე ხოშტარია პრობლემებს მინისტრის მოადგილეს აცნობს

ლტოლვილთა სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულები აქციას მართავენ. დევნილების თქმით, სამინისტროსთან ელემენტარული პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ წყალი, ელექტროენერგია და გაზი არ აქვთ.

შეკრებილთა ნაწილი სოციალური შემწეობის მოხსნასაც აპროტესტებს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი აქციის მონაწილეებთან ერთად, ამ მოთხოვნების გაცნობის მიზნით, მინისტრის მოადგილეს შეხვდა.

„სანამ არ შეიკრიბა ასეულობით დევნილი, არ მოვედით აქ და არ მოგვიწია შეჭრა, ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხები კონკრეტულ პრობლემებზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები