24 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
რუსი პრანკერების ახალი სკანდალური აუდიოჩანაწერი - მათ უკრაინაში სააკაშვილის საქმის მოსამართლეები მახეში გააბეს

რუსი პრანკერების ახალი სკანდალური აუდიოჩანაწერი. მათ ამჯერად უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეები გააბეს მახეში. პრანკერებმა ლვოვის სასამართლოს მოსამართლეებს რადას დეპუტატების ხმით დაურეკეს და სთხოვეს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოდ გამოეტანათ განაჩენი.

პრანკერებმა ორი აუდიოჩანაწერი გაავრცელეს. პირველი ჩანაწერის მიხედვით, რადას დეპუტატის, ალექსანდრე გრანოვსკის, პეტრე პოროშენკოს ბლოკის წევრის ხმით ერთ-ერთი პრანკერი ლვოვის სასამართლოს იმ მოსამართლეს, ირინა რომანოვას უკავშირდება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების, მათ შორის დავით საყვარელიძის საქმე უნდა განიხილოს.

პრანკერი მოსამართლეს სთხოვს, რომ ისეთი გავლენა მოახდინონ სასამართლოზე, რომ დაკითხონ ისეთი პირები, რომელთა ჩვენებების საფუძველზე, სააკაშვილის წინააღმდეგ წარიმართება პროცესი. 

მეორე ჩანაწერი ლვოვის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იური ბელოუსთან შედგა, სადაც ასევე საუბარია სასამართლოზე მოწმეების მიყვანაზე, რათა სააკაშვილის წინააღმდეგ იქნას განაჩენი გამოტანილი. 

„კურიერმა" ერთ-ერთ პრანკერთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც საზოგადოება 21:00 საათზე იხილავს. 

 

 

დღის ამბები