19 აპრილი 2024,   17:10
ვრცლად
"ჩემთვის არ არის საინტერესო, მითვალთვალებენ თუ არა, უფრო მეტად აფგანის საქმე მაინტერესებს"- ლეილა მუსტაფაევა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე და ადვოკატი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ლეილა მუსტაფაევა და არჩილ ჩოფიკაშვილი ფოტო-ვიდეო მასალის გამო დაიბარეს, რომელიც მათ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნეს და ამბობდნენ, რომ მათზე აღბეჭდილი პირები ჟურნალისტსა და მის ოჯახს უთვალთვალებდნენ.

პროკურატურაში მათ განუცხადეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მასალაში დაფიქსირებულ პირებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ შვიდიდან მხოლოდ სამი ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხა. ეს ის პირები არიან, ვინც ლეილა მუსტაფაევას პირადად გამოეხმაურნენ.

„გვაჩვენეს იმ ადამიანის ვიდეო, რომელმაც ჩვენთან ახლოს ჩანთა დადო, როდესაც თავისუფლების მოედანზე, კაფეში ვისხედით. ჩანს, რომ ეს მან განზრახ გააკეთა. ვფიქრობ, ჩანთაში მოსასმენი აპარატი იდო. რაც შეეხება იმ პირს, რომელიც მანქანაში იჯდა და კანცელარიასთან აქციის დროსაც მითვალთვალებდა, 24 აპრილიდან 21 ივნისამდე აქ იმყოფებოდა. ამტკიცებდნენ, რომ ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მოქალაქეა, დანარჩენი ორი საქართველოში სხვადასხვა დროს იმყოფებოდა. გამოძიებას მათ შესახებ გუშინდელ დღემდე ინფორმაცია არ ჰქონდა, დღეს კი პასპორტის მონაცემები აქვთ. ჩემთვის არ არის საინტერესო, მითვალთვალებენ თუ არა, უფრო მეტად აფგანის საქმე მაინტერესებს,"- განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები