19 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
გვანცა ყუფარაძე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

გვანცა ყუფარაძე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ მის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. ის გადაწყვეტილების დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს. მიმართვაში, აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას ზეგავლენითაა მიღებული. გვანცა ყუფარაძე ნონა წოწორიას და თამარ ალანიას კავშირებზეც მიუთითებს.

“დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, მე ცხოვრების ნახევარი მივუძღვენი და აღმოჩნდა, რომ ყოველივე ეს ტყუილია. ისევე შეიძლება ამ სასამართლოს გავლენის ქვეშ მოქცევა, როგორიც მაგალითად ქართული სასამართლოს დაქვემდებარება. მქონდა ინფორმაცია ერთი სანდო წყაროსგან იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოში მყოფ ნონა წოწორიას და ძველი სახელისუფლებლო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირები და თანამშრომლობა. მაფრთხილებდნენ, რომ წოწორიას და ალანიას შორის არსებობდა კავშირები,“ - განაცხადა ყუფარაძემ.

ვიდეომიმართვაზე კომენტარი თამარ ალანიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ  ყუფარაძის ეს განცხადება აბსურდულია.

დღის ამბები