24 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
"ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება" - უჩა ნანუაშვილი გვანცა ყუფარაძის საქმეზე საუბრობს

გვანცა ყუფარაძის საქმეზე განმარტება სახალხო დამცველმა გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმეში დღემდე ბევრი კითხვის ნიშანია. 

“ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო ასეთი გადაწყვეტილება. არაერთ დარღვევაზე ვსაუბრობდით, მათ შორის პროცედურული დარღვევები იყო, ასევე პატიმრობის პირობებზე, როდესაც არასრულწლოვანი 5 თვის განმავლობაში განცალკევებით იხდის სასჯელს, მე ვფიქრობ ეს უკვე არაადამიანური მოპყრობაა. არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამ საქმეში დღემდე “ - განაცხადა ნანუაშვილმა.

დღის ამბები