19 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ასაჩივრებენ

ახალგაზრდა იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ასაჩივრებენ. სადაო მუხლი სამართალდარღვევად მიიჩნევს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ პრაქტიკაში ამ მუხლს ბევრი ხარვეზი აქვს. ახალგაზრდა იურისტები კონკრეტულ საქმეებზე საუბრობენ.  

“173-ე მუხლით სამართალდარღვევას წარმოადგენს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ანუ ვალდებულებას არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში პოლიციის მოთხოვნის კანონიერების დადგენა, ეს ცილდება დავის საგანს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის რეალურად ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა. სასამართლოს ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას“ - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ.

დღის ამბები