25 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
ზაჰესის ხიდი ბოლო სამი თვის განმავლობაში მეორედ დაზიანდა 

ზაჰესის ხიდზე გადასვლა ისევ შეუძლებელია. ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე დაზიანებაა. ხიდამდე მისასვლელი გზა ამჯერად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური მილის გახეთქვის გამო ჩაინგრა. ახალი ხიდის მშენებლობის, ძველის რეაბილიტაციისა და ხიდებამდე მისასვლელი გზის საფარის მოწყობაში დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე დახარჯა.

მშენებლობის გამო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო ზაჰესამდე მისასვლელი მოკლე გზა. ახლა დასახლებაში მოსახვედრად ისევ ათობით კილომეტრით მეტის გავლაა საჭირო. ადგილობრივები თვლიან, რომ ადგილზე სამუშაოები არასწორად და უხარისხოდ ჩატარდა.

წყლის კომპანიის ბრალეულობაზე საუბრობენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. რატომ დაზიანდა გზა ხიდთან, რომლის მშენებლობაზე ბევრი დრო და ფული დაიხარჯა, არც რაიონის გამოგებას და არც მერიას სხვა პასუხი არ აქვს.

უცნობია, ხიდის ჩაბარებამდე მოხდა თუ არა გზისა და მის ქვეშ გამავალი მაგისტრალური მილსადენების ლაბორატორიული შემოწმება. სანამ კომპანიები და მერიის წარმომადგენლები გზის საფარის დაზიანებას ერთმანეთს აბრალებენ, ზაჰესის ხიდი კიდევ ერთხელ გაურკვეველი დროით ჩაიკეტა.

დღის ამბები