19 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
"ერთპარტიულ კონსტიტუციას ლეგიტიმაცია არ ექნება"- არასაპარლამენტრო ოპოზიცია ლიდერთა საბჭოს ქმნის

არასაპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ ერთპარტიულ კონსტიტუციას ლეგიტიმაცია არ ექნება. ოპოზიცია ლიდერთა საბჭოს ქმნის და ხელისუფლებას საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ჰპირდება, მათ შორის არც აქციებს გამორიცხავს.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლების ბოლო წინადადება, რომელიც პროპორციულ სისტემას საზოგადოებას 2024 წელს, 3%-იან ბარიერსა და ბლოკების დაშვებას კი არჩვენებზე ერთჯერადად ჰპირდება, დაცინვად შეაფასა.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულზე გადასვლა ოპოზიციისთვის პრინციპულ საკითხად რჩება. 

დღის ამბები