20 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
მმართველი პარტია თავის ყველაზე ცნობად სახეებს სიის მიღმა ტოვებს

მმართველი პარტია თავის ყველაზე ცნობად სახეებს სიის მიღმა ტოვებს. „ქართული ოცნების" ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილი საკრებულოს დეპუტატის მანდატს ემშვიდობება.

„კურიერის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ განმეორებით მისი წარდგენა მაჟორიტარად, „რუსთავი 2“-ის ეთერში დეპუტატის ბიუროს საქმიანობის შესახებ გასული რეპორტაჟის შემდეგ გადაიფიქრა. დეპუტატი ბიუროში ახლობლებს ასაქმებდა.  

სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერით გაშუქებული დარღვევები გახდა თედო კობახიძის საარჩევნო სიის მიღმა დატოვების მიზეზი. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის სახელი თვითმმართველობის ორგანოში არა ერთ სკანდალს უკავშირდება.

მმართველი პარტიის მოქმედი დეპუტატებიდან საკრებულოს ახალ შემადგენლობაში უმრავლესობა ვეღარ მოხვდება. იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც არჩევნების შემდეგ მანდატებს დაემშვიდობებიან, თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე არაფერს ჰპირდება.

განსხვავებული შინაარსის განცხადება გააკეთა გუშინ უმრავლესობის ლიდერმა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ყოფილი დეპუტატები სამსახურების გარეშე არ დარჩებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაირკვევა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიიდან რამდენი მიიღებს დეპუტატის მანდატს. მოქმედ შემადგენლობას კი, უფლებამოსილება ახალი წევრების დამტკიცებისთანავე შეუწყდება.

დღის ამბები