20 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
"ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი, სტატუსი"- კობახიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი, რომელსაც რამდენიმე თვეა ელოდნენ, ერთი საათის წინ მიიღო.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა დადებითია და კომისიის წევრებმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს.  ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს დოკუმენტის რამდენიმე დეტალი გააცნო.

”კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, სრულად შეესაბამება სამართლებრივ სტანდარტებს და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრესული ნაბიჯი, ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს. ვენეციის კომისიას არ აქვს არც ერთი შენიშვნა ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტის სტატუსი და უფლებამოსილებები. უშიშროების საბჭოს გაუქმება, თავდაცვის საკითხების მოწესრიგება. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ფართო კონსესუსი, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული, თუმცა ხაზგასმულია ორივე მხარის როლი. აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციამ კონსესუსისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები