24 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
მარჯანიშვილის სცენამ ირლანდიურ თეატრს უმასპინძლა

მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში თეატრალური ფესტივალის სტუმრებმა ირლანდიური თეატრის დადგმა იხილეს. ირლანდიური თეატრის „დედ ცენტრის“ წარმოდგენა „ჩეხოვის პირველი პიესით“ გაიხსნა.

ტექნიკური და აუდიო ეფექტების დახმარებით ანტონ ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და დიდი ხნის განმავლობაში უცნობი პიესა, ახალგაზრდა ირლანდიელმა რეჟისორებმა ერთ მოქმედებიან და განსაკუთრებულ სანახაობად გადააქციეს.

აუდიო ეფექტების დამხარებით რეჟისორი სცენაზე მიმდინარე მოქმედების თანამონაწილე და კომენტატორია.

ირლანდიელ მსახიობებთან ერთად ჩეხოვის პირველი პიესის ქართველი მაყურებელი ერთ-ერთი მთავარი გმირის როლით სცენაზე პირდაპირ პარტერიდან მოხვდა.

„დედ ცენტრი“ თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ”ჩეხოვის პირველ პიესას” მეორედაც ითამაშებს, ირლანდიელი რეჟისორები მთავარ როლზე კიდევ ერთი მაყურებელს დღეს საღამოს დაამტკიცებენ. 

დღის ამბები