23 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაცია - დაკავებულებს შორის "პატრიოტების" წევრია

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს რეგიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამ თემაზე უწყებაში, საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

უწყების ცნობით, დაკავებულია 4 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და ფოთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მალხაზ ბუკია.

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მტკიცებულების სახით ამოღებულია 160 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულებაა დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი. 

დღის ამბები