25 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წვიმამ სოფელი დაბა მეწყრის საფრთხის წინაშე დააყენოს

ბორჯომის ხეობის ტყის ნახანძრალ ტერიტორიას გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელები და ექსპერტები სწავლობენ. ისინი ვითარებას ადგილზე აფასებენ და სპეციალურ გეგმას შეიმუშავებენ, როდის და როგორ უნდა დაიწყოს, დაახლოებით 800 ჰექტარი, განადგურებული ტყის მასივის აღდგენა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ აღდგენითი სამუშაოები დროულად არ დაიწყება, ძლიერმა წვიმამ შესაძლოა, სოფელი დაბის მოსახლეობა ძლიერი მეწყრის საფრთხის წინაშე დააყენოს.

„გეოლოგიური კუთხით გვაქვს სამი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - ტყე არ არის, რაც აძლიერებს ეროზიის პროცესებს, მოვა ნალექები, რომელიც ჩამორეცხავს და ეს ქანები, ფაქტობრივად, ისეთი ტიპისაა, რომელიც ადვილად ექვემდებარება უარყოფით, გეოდინამიკური პროცესების გამომწვევ ფაქტორებს, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები,“- განაცხადა ექსპერტმა, მარიამ მჭედლიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები