19 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი 50-მდე მხარდამჭერთან ერთად მოსკოვში დააკავეს

რუსეთის ოპოზიციის ლიდერები მოსკოვში არასანქცირებულ აქციაზე დააკავეს. სერგეი უდალცოვი და ედუარდ ლიმონოვი 50-მდე მხარდამჭერთან ერთად აიყვანეს. ოპოზიციის ლიდერები ე.წ. ანტიკაპიტალიზმის მსვლელობას აპირებდნენ.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობის ნებართვაზე განაცხადი მერიაში შეიტანეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ აქცია სახალხო სეირნობის ფორმატში გაიმართებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქტივისტების ინფორმაციით, პუშკინის მოედანთან უსაფრთხოების სამსახურის და ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სამართალდამცველებს დასაკავებელი პირების შესახებ მითითებებს აძლევდნენ.

უდალცოვი და ლიმონოვი აქციის დაწყებამდე აიყვანეს და პროტოკოლების შესადგენად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

დღის ამბები