20 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
ზურაბ წერეთელი, ნიკოლოზ ცისკარიძე, სტივენ სიგალი, ემირ კუსტურიცა - უკრაინამ ე.წ. შავი სია გააფართოვა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ უშიშროების სამსახურის მიმართვის საფუძველზე ე.წ. შავი სია გააფართოვა. იმ პირთა სიას, რომლებიც ოფიციალური კიევის შეფასებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, კიდევ 27 გვარი დაემატა.

მათ შორისაა მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე, ასევე მსახიობი სტივენ სიგალი, სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

რუსი ხელოვანების ე.წ. შავი სია უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შეადგინა და მასში უკვე 120-ზე მეტი ადამიანია შეყვანილი.

 

 

დღის ამბები