19 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
"ქართული ოცნების" მთავრობის მიერ უცხოელი ლობისტებისთვის გადარიცხული მილიონები

"ქართული ოცნების" მთავრობამ უცხოურ ლობისტურ კომპანიებს ბოლო 4 წლის განმავლობაში 11 მილიონამდე ლარი გადაურიცხა. მთვარობის ადმინისტრაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მომსახურებისთვის უხდის ხელისუფლება თანხას საკონსულტაციო ჯგუფებს, თითქმის, ერთი წლის მანძილზე არ მისცა. მკვლევარებმა მთავრობის ადმინისტრაციისგან ინფორმაცია სასამართლოს გზით მოიპოვეს.  

ბოლო კონტრაქტი ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ივლისში გააფორმა. წელიწადში 360 ათასი ლარის სანაცვლოდ, StrateVarious-მა ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის მთავარი მესიჯები უნდა შეიმუშავოს და საქართველოს პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ელჩების საკომუნიკაციო გუნდებს მათი გამოსვლების სიტყვათა მომზადებაში უნდა დაეხმაროს. ამავე კომპანიამ ტრამპის ადმინისტრაციასთან საქართველოს ინტერესებს უნდა გაუწიოს ლობირება.

ამერიკელ ლობისტებს პარტია "ქართული ოცნება" ცალკე ქირაობდა. მათ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, აშშ-ში მედიასთან ურთიერთობის კოორდინირება ევალებოდათ.

დღის ამბები