25 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს სასამართლო ამართლებს - ოპოზიციაში შესაძლო რეპრესიებზე საუბრობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების გარკვეული ნაწილი სასამართლომ გაამართლა. ნარკოდანაშაულში ბრალდებულები დაკავების პირველივე დღიდან პოლიციელებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებდნენ და დაკავების პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობდნენ.

მღებრიშვილის უწყება კი, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა. თუმცა საბოლოოდ, უმძიმესი ბრალდება დაკავებულების ერთ ნაწილს არ დაუმტკიცდა და ისინი სასამართლომ გაამართლა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მღებრიშვილის უწყება ნარკოპოლიტიკას ოპონენტების მიმართ შანტაჟისთვის იყენებს.

სასამართლოს მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების გათავისუფლების შემდეგ, არასამთავრობო სექტორი ახლა გამოძიებას დაწყებას და იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც სავარაუდოდ, ბრალდებულებს ნარკოტიკები ჩაუდო.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ნარკოტიკების შესაძლო ჩადების საქმეებს შსს არ გამოიძიებს, ისინი მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

საკანონმდებლო ორგანოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით, კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. 

დღის ამბები