20 აპრილი 2024,   11:33
ვრცლად
გერმანული ტრიო და ქართველი მუსიკოსები კოსტიუმირებული მუსიკალური საღამოსთვის ემზადებიან

გერმანული ტრიო და ქართველი მუსიკოსები კოსტიუმირებული მუსიკალური საღამოსთვის ემზადებიან. მუსიკოსმა ლევან ცხადაძემ გერმანულ ტრიო MOCKEMALÖR -თან და ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ახალ პროექტზე იმუშავა.  

განსხვავებულ ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსები თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაერთიანდნენ და რეპერტუარი 20-40-იანი წლების გერმანული თეატრის მუსიკიდან შეარჩიეს.

ტრიო MOCKEMALÖR და ქართველი მუსიკოსები ახალი პროექტით მსმენელის წინაშე თბილისის საერთაშორისო ფესტივალის კლუბში, ღია ცის ქვეშ ხვალ საღამოს წარსდგებიან.

დღის ამბები