19 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას ოპოზიცია და მმართველი გუნდი განსხვავებულად აღიქვამს

ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნას ოპოზიცია და მმართველი გუნდი განსხვავებულად აღიქვამს. ვენეციის კომისია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღის შეცვლის გამო შეწუხებულია.

მმართველ გუნდში დასკვნით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პოზიტიურია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, 13 გვერდიან დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ყველა ის ცვლილება, რაც უმრავლესობამ კონსტიტუციის ახალ პროექტში ასახა.

უმრავლესობის წევრებმა ოპოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, კონსენსუსის მიუღწევლობაში ვენეციის კომისია სწორედ ოპოზიციის ბრალეულობას ხედავს.

ოპოზიციაში კი, მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის განსხვავებულად აღქმაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი კრიტიკულია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის მოსაზრებას იზიარებენ და აცხადებენ, რომ ვენეციის კომისია საკმაოდ მკაცრი იყო მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი პროექტის შეფასებისას.

თუმცა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე არ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი მესამე მოსმენის შედეგად მიღებულ დოკუმენტს.

პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 26 სექტემბერს უნდა დაამტკიცოს. 

დღის ამბები