23 ოქტომბერი 2017,   15:30
ვრცლად
„ფაშისტი ლიბერალი“ და „ღიად პრორუსული ძალა“ - დებატები "განსხვავებული აქცენტების“ ეთერში

„რესპუბლიკური პარტია" განზრახ წავიდა პროვოკაციაზე,“ - ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კლიპს. დიმიტრი ლორთქიფანიძე „რესპუბლიკური პარტიას“ საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად საპატრიარქოს საკითხების დაყენების გამო აკრიტიკებს.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, მათი მიზანია, საპატრიარქო იყოს დამოუკიდებელი გავლენებისგან. ნინო ბურჯანაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კლიპის გამოჩენის შემდეგ, ამ ვიდეოს სატელევიზო სივრციდან მოხსნა მოითხოვა.

მის მოთხოვნას, დიმიტრი ლორთქიფანიძე განმარტავს და აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძემ „ღიად დაიცვა მართლმადიდებლური ეკლესიის ინტერესი“.

„სამართლებრივი საფუძველი არის ღია პროვოკაცია ქართული სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ, ღია გალაშქრება იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, პროვოკაციული და ცილისმწამებლური მეთოდებით, რომელსაც კონსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე აქვს ურთიერთობა სახელმწიფოსთან. 

„ჩვენი კოალიციის ლიდერმა ერთადერთმა გააკეთა განცხადება იმ პროვოკაციულ სარჩევნო კლიპთან დაკავშრებით, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სამართლებრივი ხასიათის შეფასებას,“ - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ დაფინანსების მოპოვების მიზნით იყენებს ამ საკითხების წინა პლანზე წამოწევას.

ხათუნა სამნიძე ლორთქიფანიძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ საპატრიარქო საკმაოდ დიდ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„კონკორდატი ირღვევა სწორედ ასეთი პოლიტიკით, როდესაც ხელისუფლება სრულიად უკონტროლოდ, ყველანაირი კომპენსაციის დათვლის, ყველანაირი მსჯელობის გარეშე გადასცემს ეკლესიას ამ თანხებს, გადასცემს მიწებს და არავითარი კონტროლი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში არის რუსული გავლენები. ხათუნა სამნიძემ ლორთქიფანიძე პრორუსული ძალის წარმომადგენლად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ამის საფუძველს რუსეთის პრეზიდენტთან ბურჯანაძის შეხვედრებიც აძლევს. სამნიძის თქმით, მათ საარჩევნო კლიპს „ღიად პრორუსული ძალის“ წარმომადგენელი ბურჯანაძის პარტია დაუპირისპირდა.

ლორთქიფანიძემ კი, სამნიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი „ლიბერალური ინტერნაციონალის ნარატივი რეალურად არის ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება“.

დღის ამბები