25 აპრილი 2024,   13:50
ვრცლად
კახი კალაძე ეთაყვანება ქურდებს - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის შემოწირულობაზე საუბრობს. მისი თქმით, მათი და მმართველი გუნდის შემოწირულობების შედარება არ არის მიზანშეწონილი.

„რაც შეეხება შემოწირულობას, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ჯერ ერთი, შედარება „ქართულ ოცნებასთან“ ძალიან უხერხულია. ეს ციფრები არსებობს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, შემოწირულობა პარტიის წევრებიდან და მათი ოჯახებიდან შედის. ელენე ხოშტარია „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი პარტიის მიმართ ტყუილი ინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებს.

„ძალიან ცუდია, ზოგადად, „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლისთვის, ზოგადად, ოპოზიციის სიძლიერისთვის ის როდესაც, ერთი ოპოზიცური ძალა, კონკრეტულად, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელ ენერგიას ხარჯავს იმაზე, რომ ასეთი ტყუილები, ჭორები და სიბინძურეები ისროლოს ოპოზიციური პარტიის მიმართ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, მისი მთავარი მიზანია, მეორე ტურში გადასვლა. მისი თქმით, მეორე ტურში ზალიკო უდუმაშვილის გადასვლის შემთხვევაში, მას მხარს დაუჭერს.

„რა თქმა უნდა, ვიბრძვი მეორე ტურში გადასასვლელად და მოვუწოდებ ყველა ოპოზიცურ კანდიდატს, რომ დამიჭიროს მხარი. ზუსტად ასევე, ვამბობ, რომ ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერ მხარს თუ გავა ის მეორე ტურში,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადბას ეხმაურება, რომელმაც "განსხვავებული აქცენტების" ეთერში, უსუფაშვილის "შენების მოძრაობას" "ფსევდოოპოზიციური, სატელიტი პარტია" უწოდა. ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება ნამდვილად ქმნის სატელიტ პარტიებს, თუმცა, უსუფაშვილის პარტიაზე საუბრისგან თავს იკავებს.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ამომრჩეველმა მასზე არჩევანი უნდა გააკეთოს იმიტომ, რომ სახელისუფლებო კანდიდატს, კახი კალაძეს ბიზნეს ინტერესები აქვს და ასევე, ის ასოცირებულია ძალადობებთან. მისი თქმით, კალაძე არის ადამიანი, რომელიც "ეთაყვანება ქურდებს".

დღის ამბები