18 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
„კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს

სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი, ალეკო სამუშია სამაგალითოდ დასაჯეს. "შაბათის კურიერში" გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ალეკო სამუშიას გვიან ღამით ციხე შეუცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ავრცელებს. მისი მტკიცებით, სამუშია გლდანის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კორპუსიდან, რუსთავის ციხეში სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

„დამიკავშირდა ალექსანდრე სამუშიას თანამესაკნე, რომელმაც მითხრა, რომ გუშინ გვიან ღამით მასთან შემოვიდა ბადრაგი და ბადრაგმა ის გადაიყვანა რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, რომელიც არის რთული ტიპის დაწესებულება, მძიმე დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდიან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულში ბრალდებული დამნაშავეები. არის სამარტოო საკნები და ის იქ იმყოფება და მას მოუწევს იქ მოუწევს ძალიან რთულ ვითარებაში ყოფნა, მთელი ამ დარჩენილი წლების ძალიან რთულ მდგომარეობაში გატარება. ეს მისთვის არის ტანჯვის ტოლფასი და მთხოვეს მათ, რომ იქნებ დავხმარებოდი ალეკო სამუშიას. მას შემდეგ, რაც სიუჟეტი გავიდა "შაბათის კურიერში“ წუხელ, გვიან ღამით, სიუჟეტის შემდეგ შემოვიდნენ ბადრაგების თანამშრომლები, რომლებმაც მოახდინეს მისი გადაყვანა,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

"კურიერთან" სამუშია ყვებოდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს მან ქართველების მკვლელობაში, წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ვალმერ ბუთბა და მისი მეგობარი თამაზ კვეკვესკირი გალის ცენტრში, მათსავე მანქანაში დახოცა და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოიქცა.

აგენტის განცხადებით, საიდუმლო ოპერაციის შემდეგ, მას ქართული სპეცსამსახურები მფარველობდნენ, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის დააკავეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი გლდანის ციხეში მოათავსეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები