16 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ქრთამის აღების ბრალდებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენის გამგებელი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში გამგებელი დააკავეს. ალექსანდრე ესიტაშვილს სამართალდამცველები ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. 

გამოძიების მტკიცებით, გამგებელმა ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდაც მოქალაქისგან ათასი ლარი აიღო. ალექსანდრე ესიტაშვილი ამჟამად დაკავებულია - ის კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დღის ამბები