24 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ზვიად ბაღდავაძე წარადგინა

გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ქალაქის მცხოვრებლებს ზვიად ბაღდავაძე წარუდგინა. მერობის კანდიდატთან ერთად „ერთობა-ახალი საქართველოს“ ლიდერმა შეკრებილებს მაჟორიტარობის კანდიდატებიც გააცნო. ის ქუთაისელებს წინასაარჩევნო პროგრამისა და მისი განხორციელების გეგმებზე ესაუბრა. გიორგი ვაშაძის თქმით, ქუთაისი რეგიონის ცენტრი უნდა გახდეს.

„ქუთაისი უნდა იყოს წარმატებული ქალაქი. არ შეიძლება, რომ ეს ქალაქი იყო უფუნქციოდ, უყურადღებოდ მიტოვებული. "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისი აქცია ორღობის სოფლად. ეს უნდა დავამთავროთ ამა არჩევნებზე. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც მართლაც შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები