19 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 26 სექტემბერს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი უფლებამოსილია საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს.

კანონპროექტის მოსმენა 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან არის დაგეგმილი.

„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს.

„კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.

„აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები