17 აპრილი 2024,   03:37
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები დღეს ბათუმში, ერას მოედანზე შეიკრიბნენ. საპროტესტო აქცია დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. პარტიის ლიდერებმა აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და ეს ფაქტი მოსახლეობის უიმედობას დაუკავშირეს.

"ალიანსის" წევრებმა აქციაზე კიდევ ერთხელ გაახმაურეს საკუთრი სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნები, რომელთა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც მთავრობის გადაყენების საკითხის დაყენებას გეგმავენ.

„ამ აქციებს აქვს პოლიტიკური მოთხოვნები, სოციალური მოთხოვნები, რომ აღდგეს სოციალური დახმარებები, შემწეობები, რაც ჩამოართვეს ხალხს. დასრულდეს საბანკო ტერორი და იყოს ისეთი ვითარება ქვეყანაში, რომ ამ საბანკო ტერორის ქვეშ, უამრავი ადამიანი არ კარგავდეს საცხოვრებელ სახლს და ა.შ. პოლიტიკური მოთხოვნებს შორი კი საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

დღის ამბები