20 ოქტომბერი 2017,   21:55
ვრცლად
წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქეთის ვერტმფრენი ჩაერთო

წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში 4 ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ და აზერბაიჯანულ ავიაციას, ცოტა ხნის წინ თურქულივერტმფრენიც შეუერთდა. 

გარდა ამისა, წაღვერის ტყეში ამ დროისთვის ისევ ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალიტებიც, რომლებიც ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ.

წაღვერის ტყეში, ხანძარი 3 დღის წინ გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი მეხი ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ადგილზე ცოცხალი ძალა, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები არიან მობილიზებული.  

დღის ამბები