25 აპრილი 2024,   04:42
ვრცლად
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიაში პრეპარატების დარიგება დაიწყო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიაში პრეპარატების დარიგება დაიწყო.
პირველი დასახლება, სადაც მოსახლეობას სპეციალური პრეპარატები გადასცეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიხაური იყო.

მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს, ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ აწვდის. რიგდება საინფორმაციო ბუკლეტებიც.

პროცესის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და გურიის გუბერნატორი გაეცნენ.

დღის ამბები