20 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში - ბერლინში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს

61 მილიონზე მეტი ადამიანი გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას ირჩევს. საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა კანცლერის პოსტს მეოთხე ვადით ანგელა მერკელი და როგორი იქნება ქვეყნის ახალი მმართველი კოალიცია.

ეგზიტპოლების მონაცემები ზუსტად ორ საათში გახდება ცნობილი, როდესაც ადგილობრივი დროით 06:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება.

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნების პროცესს წელს პირველად აკვირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია.

ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიის დედაქალაქში ყოველწლიურ მარათონს დაემთხვა, ამიტომ ბერლინში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გააძლიერეს. დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დასაცავად ათას 500-ზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული.

დღის ამბები