თელავის რაიონის სოფელ შალაურში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა.
ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის დაზიანებები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. დაშავებულები თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორ მათგანს ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტს წინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.