24 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება სამსახურიდან - ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებების გამო ზიანი ბიუჯეტს ადგება

საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანებისთვის ბიუჯეტიდან სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, იუსტიციის სამინისტროდან, მერიიდან, თუ სხვა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს ხელისუფლებამ განაცდური დღეები და სასამართლო ხარჯები უნდა აუნაზღაუროს.

მმართველი გუნდის მიერ, საბიუჯეტო სახსრების შემცირების მიზნით, დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად, საჯარო სამსახურებიდან დაახლოებით 2 500 ადამიანი გაათავისუფლეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ შემცირებებით მიღებული დანაზოგი, მომავალში, სასამართლო დავების დასრულების შემდეგ, შესაძლოა, პირიქით, დანაკარგად იქცეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებების გამო ზიანი ბიუჯეტს ადგება. გათავისუფლებულ პირების 2-თვიან კომპენსაციაზე ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ავტორი: გიორგი გვიშიანი.

დღის ამბები