25 აპრილი 2024,   05:09
ვრცლად
საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის, უცნობია. კლინიკის ექიმები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„კურიერის“ ინფორმაციით, მცირეწლოვანი ამ დროსთვის ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების მხრიდან მიმდინარეობს დაკვირვება. სწორედ დაკვირვების შემდეგ გააკეთებენ ექიმები ოფიციალურ კომენტარს.

ინგოროყვას კლინიკაში ასევე, იმყოფებიან ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები, თუმცა, კომენტარისგან თავს იკავებენ და მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ.

ინგოროყვას კლინიკაში, ბავშვის მდგომარეობის გასაცნობად, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, თემურ თორდინავა მისვლას გეგმავს.

შემთხვევა ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში ცოტა ხნის წინ მოხდა.

დღის ამბები