გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ქვემო ხოდაშენში, პროკურატურამ დღეს ბრალი წარუდგინა. ალექსანდრე ესიტაშვილს ბრალდების მხარე ყურძენზე გასაცემი ყალბი ცნობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 1000 ლარის აღების ფაქტს ედავება.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს ნაწილობრივ, მხოლოდ ქრთამის აღების ნაწილში აღიარებს. რაც შეეხება ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
დაცვის მხარე პროკურატურისთვის გირაოს შეთავაზებას აპირებს.
ქვემო ხოდაშენის გამგებელი ფინანსურმა პოლიციამ გუშინ დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ესიტაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.