17 აპრილი 2024,   02:13
ვრცლად
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა

გიორგი მარგველაშვილის პოზიცია ცნობილია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ დაინიშნება. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს დამატებით განმარტებას პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი აკეთებს.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა, იმიტომ რომ პირველ რიგში, კონსტიტუციის პროექტს აქვს არა ერთი ხარვეზიც, მათ შორის კი მთავარია ის, რომ ის არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. საბოლოოდ კი, შედეგად ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს, ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა.

 

დღის ამბები