18 აპრილი 2024,   21:24
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კონკრეტულ ჩანაწერებს ეწინააღმდეგებიან

კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან რელიგიური უმცირესობების და ამ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. დღეს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები "რესპუბლიკური პარტიისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდნენ.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგნელებს მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად კი, სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

შეხვედრა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ ამგვარი კანონის მიღება საფრთხის შემცველია და არ გამორიცხავს, რომ მან ქვეყანაში არასწორი პრაქტიკა დაამკვიდროს.

„შესაძლებელია, რომ ამან არასწორი პრაქტიკა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან სასიამოვნოა ვენეციის კომისიის დამოკიდებულება და სწორი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში,“ - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

განმარტება საკითხთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

„მუხლი, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ რელიგიის თავისუფლება შეიძლება იყოს შეზღუდული სახელმწიფო უსაფრთხოების გამო, რაც განსხვავებული მოვლენაა,“ - აღნიშნავს რუსიდან გოცირიძე.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები