23 ოქტომბერი 2017,   15:40
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს შეხვდნენ

აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად მსჯელობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი.

შეხვედრას დახურულ რეჟიმში დაესწრნენ "რესპუბლიკური" პარტიის წევრებიც.

პოლიტიკოსების განცხადებით, კონსტიტუციურ პროექტი გაჩენილი ჩანაწერი, კონკრეტულად, უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

„ნაციონალური მოძრაობა" კვლავ დააყენებს საკითხს საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მათ შორის, ყურადღებას გაამახვილებს იმ ცვლილებებზე, რომელიც უშუალოდ რელიგიურ გაერთიანებებს ეხება. ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლებთ, რომ ეს ცვლილებები არ განხორციელდეს,“ - აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ამბობს, რომ რელიგიური ორგანიზაციები დღესდღეობით არათანაბარ მდგომარეობაში არიან.

„კონსტიტუციის პროექტში შეტანილმა თითქოს უმნიშვნელო ცვლილებებმა, აშკარად კიდევ ერთხელ გადახარა ძალა მართლმადიდებლი ეკლესიის სასარგებლოდ, რასაც ვთვლით, რომ არ არის სწორი,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები