16 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
"ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს" - მიხეილ ჯანელიძე

ოპოზიციის მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს. დიასპორის საკითხთა კომიტეტზე ოპოზიცია მას იმ დიპლომატიურ ნოტაზე ეკითხებოდა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება სთხოვა.

ოპონენტებმა ჯანელიძეს შეახსენეს, რომ მომავლში თუ ის კიდევ არ უპასუხებს სადეპუტატო შეკითხვებს და დაარღვევს პარლამენტის რეგლამენტს, მაშინ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა სასამართლოში მოუწევს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხი არ აქვს არცერთ მწვავე შეკითხვაზე, რომელიც არსებობს მასთან და რეალურად, მან დღეს პასუხი არ გასცა არცერთ ჩვენს შეკითხვას. უფრო მეტიც, მინისტრი არღვევს კანონს, როდესაც სადეპუტატო შეკითხვას არ პასუხობს,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის განცხადებებს და ბრალდებებს საგარეო საქმეთა მინისტრმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.

„ჩვენი საქმიანობა არის ღია, ოპოზიციას ვურჩევ, რომ წარსულში ხედვას თავი დაანებოს, იფიქროს მომავალზე, კონცენტრაცია გააკეთოს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. დღეს ვსაუბრობდით დიასპორის პოლიტიკაზე, მე ძალიან დიდი პროგრამა, სამოქმედო გეგმა წარმოვადგინე და სამწუხაროდ, არცერთი კითხვა ოპოზიციის მხრიდან საკითხთან მიმართებაში არ იყო,“ - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

დღის ამბები