23 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე ომბუდსმენი დევნილთა მინისტრს მიმართავს 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს. უჩა ნანუაშვილი სოზარ სუბარს მოუწოდებს, ბათილად ცნოს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა შეისწავლოს.


”სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები