19 აპრილი 2024,   13:24
ვრცლად
ინციდენტი სარფის საბაჟოზე - მოქალაქეებმა გამშვები პუნქტის გადაკეტვა სცადეს

ინციდენტი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი გამშვებ პუნქტთან არსებულ სიტუაციას იღებდა, რა დროსაც ტელევიზიის ჟურნალისტის განცხადებით, მასთან თურქი მებაჟეები მივიდნენ და ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს.

მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეების ქმედებები ნეიტრალურ ტერიტორიაზე მყოფმა საქართველოს სხვა მოქალაქეებმაც გააპროტესტეს და სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გადაკეტვა სცადეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთ ინციდენტზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი ინფორმაციით, დილით, ორ ქართველ ქალბატონს საზღვარზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი სასწრაფოთი გადაყვანა გახდა საჭირო. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ფაქტს არ ადასტურებენ.

დღის ამბები