23 ოქტომბერი 2017,   15:30
ვრცლად
"პოროშენკო უახლოეს მომავალში ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს,“ - დავით საყვარელიძე

„დაუდასტურებელი და არაოფიციალური ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო უახლოეს მომავალში ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს,“- ამის შესახებ დავით საყვარელიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

იგი განმარტავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოქალაქეობას კიდევ რამდენიმე მის მიმართ არალოიალურად განწყობილ პირსაც ჩამოართმევს, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც თავად მიანიჭა უკრაინის მოქალაქის სტატუსი რამდენიმე წლის წინ.

„რეალურად ვშიშობ ჩვენი ქვეყნის გამო, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც კლინიკური პარანოიით არის დაავადებული. ის ხომ მთავარსარდალია და იმ ქვეყნის  კონსტიტუციის გარანტი, რომელიც იბრძვის. არ ვუარყობ, რომ ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, თუმცა არ მეგონა თუ ის მიიღებდა მისთვის და მისი იმიჯისთვის ესოდენ დამაზიანებელ გადაწყვეტილებას.  ფეხებით გათელო ადამიანის სახელმწიფოსადმი დამაკავშირებელი მთავარი სიმბოლო- მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი, მოექცე მას როგორც შოკოლადის ქარხანა „როშენის“ პროდუქტს, ეს უბრალოდ დამამცირებელია. ეს არ შეეფერება არც კაცს, არც მთავარსარდალს და არც პრეზიდენტს,“ წერს საყვარელიძე.

იგი ასევე განმარტავს, რომ სანამ ხელისუფლებაში ღირსეული ადამიანები არ მოვლენ, ისინი ვინც უზრუნველყოფენ მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ის იძულებული იქნება მისი მოქალაქეობის აღდგენისთვის იბრძოლოს მოქმედ ფსევდოდემოკრატიულ სასამართლოებში.

„ვრჩები ფეისბუქის მსოფლიო მოქალაქედ,“-წერს საყვარელიძე.

დღის ამბები