25 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
"მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას," - სერგეენკო საბავშვო ბაღის ფანჯრიდან გადმოვარდნილ ბავშვზე საუბრობს

საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავაც მძიმეა. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბავშვს ერთი ფილტვი ჰქონდა გათიშული და გატეხილი აქვს სახის ძვალი.

დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვს აღენიშნება ტვინის შერყევაც, პაციენტის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია.

ჯანდაცვის მინისტრი პასუხისმგებელი პირების გამოვლენაზე საუბრობს.

„ამ ეტაპზე მას ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება, თუმცა მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას. პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან სწრაფად და დეტალურად გამოკვლეული, სად იყო ხარვეზი დაშვებული და რა თქმა უნდა, შესაბამისმა ხარვეზდამშვებმა უნდა აგოს პასუხი და ეს ხარვეზი უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ,“ - აცხადებს დავით სერგეენკო.

დღის ამბები