19 აპრილი 2024,   08:30
ვრცლად
Dolce & Gabbana-ს ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ბოლო ჩვენება Dolce & Gabbana-მ გამართა. იტალიელმა დიზაინერებმა მოდის მიმდევრებს 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარუდგინეს, რომლის მთავარი თემაც ბანქოს დედოფალი იყო.

თავდაპირველად პოდიუმზე მხოლოდ შავი ფერის კაბებში ჩაცმულმა მოდელებმა გაიარეს, შემდეგ კი დეფილეზე ფერადი კოსტიუმები აჩვენეს, რომლებიც ძვირფასი ქვებით, ოქროს ფირფიტებითა და ნაქარგებით იყო გაფორმებული.

კოლექციაში ჭარბობდა აქსესუარებიც, რომელთა შორისაც მთავარი ადგილი გვირგვინებს, ყვავილებიან თმის სამაგრებსა და დიდ საყურეებს ეკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები