20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
ბავშვის გადმოვარდნის შემდეგ, 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორსა რამდენიმე აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდათ

206-ე საბავშვო ბაღის დირექტორსა და აღმზრდელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. საუბარია ფონიჭალაში არსებულ ბაღზე, რომლის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

„გამოვლინდა ამ კონკრეტული ჯგუფის აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის უყურადღებობის თემა. გამომდინარე იქიდან, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღში იყოს მაღალი კონტროლი ბავშვების უსაფრთხოებაზე, სააგენტოს მხრიდან, კონკრეტულად ჩემი მხრიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გათავისუფლდა 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორი. გარდა ამისა, თანამდებობიდან გათავისუფლდებიან დღესვე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე,“ - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ.

ბაღის თანაშრომლებს კითხვებს უკვე გამომძებლები უსვამენ და ცდილობენ დაადგინონ, თუ რა ვითარებაში გადმოვარდა ბავშვი მეორე სართულიდან.

ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები