18 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
ოპოზიციის წევრები რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის უარს სწორედ ერთპარტიული დოკუმენტის მიღებას უკავშირებენ

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების მცდელობის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრები რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის უარს სწორედ ერთპარტიული დოკუმენტის მიღებას უკავშირებენ.

ოპოზიციის წევრები არ აპირებენ, რომ ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ. პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მიკროფონი გამოურთეს და გამოსვლის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს.

„როდესაც დრეს ამ დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარე გვპირდება, რომ მომავალში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც გააუქმებს ბონუსის სისტემას. ჩემი შეკითხვა შეეხებოდა იმას, შეთანხმებული არის თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილთან. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გასცემს დაპირებებს, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობაზე და მერე ეს დაპირებები ვერ სრულდება, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ვინც იღებს ამ ქვეყანაში რეალურად ამ გადაწყვეტილებას, არ ეთანხმება გაცემულ დაპირებას,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ოთარ კახიძეს იმედი არ აქვს, რომ ხელისუფლება ერთპარტიულ დოკუმენტს არ მიიღებს.

„ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც ერთი პარტია, ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნულად იღებს საქართველოს კონსტიტუციას, ცვლის ქვეყნის ძირითად კანონს და ამაში არ მონაწილეობს პრაქტიკულად, მთელი პოლიტიკური სპექტრი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები