24 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
ანგელა მერკელი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს

ანგელა მერკელი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს. გერმანიის კანცლერი დღეს საარჩევნო შტაბში თანაპარტიელებს შეხვდა და განაცხადა, რომ კონსულტაციების გამართვას აპირებს "თავისუფალ-დემოკრატებთან", "მწვანეებთან" და "სოციალ-დემოკრატებთანაც."

მისმა საარჩევნო ბლოკმა არჩევნებში 33 პროცენტი მოაგროვა. პარლამენტში პირველად მოხვდა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის". მათ 13 პროცენტი მოაგროვეს. თუმცა ლიდერებს შორის უთანხმოება მოხდა. პარტიის თანათავმჯდომარემ დღეს შეხვედრა დატოვა და განაცხადა, რომ ის ბუნდესტაგში მხოლოდ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შევა. პარლამენტში წელს 6 პარტია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის "სოციალ-დემოკრატებიც", რომლებიც 20 პროცენტით მეორე ადგილზე არიან.

დღის ამბები