25 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
აშშ-ში "შავი სია" გაფართოვდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომლის მოქალაქეებსაც შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, შავ სიას ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და ჩადი დაემატა.

ამ ქვეყნების გარდა, შეზღუდვა შეეხება ირანს, ლიბიას, სირიას, იემენსა და სომალის, სუდანს კი აკრძალვა მოეხსნა.

ვენესუელის შემთხვევაში რადიკალური ზომები მხოლოდ სამთავრობო მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ იმოქმედებს. შეზღუდვა ძალაში 18 ოქტომბრიდან შევა. 

დღის ამბები