19 აპრილი 2024,   03:10
ვრცლად
ერაყში ქურთების ავტონომიური რაიონის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ერაყში ქურთების ავტონომიური რაიონის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, დაუჭერს თუ არა მხარს რეგიონის ერაყის შემადგენლობაში დარჩენას.

ხმის მიცემის დაწყებამდე ერაყის პრემიერ-მინისტრმა გამოკითხვას არაკონსტიტუციური უწოდა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ერთიანობის შესანარჩუნებლად. დასავლეთის ქვეყნებიც შიშობენ, რომ რეფერენდუმის შედეგმა შესაძლოა რეგიონში ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს და დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლა შეაფერხოს. ერაყის ქურთისტანი 4 რაიონს აერთიანებს, მოსახლეობის რაოდენობა კი 5 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები